არსებობს მაღალი რისკი, რომ ისევ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, კლინიკებში დიდი რაოდენობით პაციენტები დაფიქსირდეს და შესაბამისად, მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების ზრდა დროის მცირე მონაკვეთში, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ ახალ შტამ „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა.

„ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადამიანების ქცევის ცვლილებას – პირბადის ტარებას, რომელიც 28%-ია და მინიმუმ 90% უნდა გახდეს და ვაქცინაციის გაზრდას. მხოლოდ ეს ორი ინტერვენცია არსებობს შესაძლებლობის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება შევაკავოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Leave a Reply