საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლოებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერინარებს და სხვ., – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ ვინ ისარგებლებს შეღავათიანი ტარიფით.

„რაც შეეხება შეღავათიანი მგზავრობის ტარიფებს, აქაც მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ:
20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკების უბნის ექიმები, პედიატრები, ოჯახის ექიმები თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ასევე, ისარგებლებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

Leave a Reply