თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს.

ერთ-ერთი შუამდგომლობით, ადვოკატებმა მოითხოვეს, საქმეს დაერთოს ის დოკუმენტები, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი. საქმე ეხება სახალხო დამცველისა და ცენტრ “ემპათიას” მიერ მომზადებულ დასკვნებს.

ადვოკატები ითხოვენ, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს პოლიტიკოსების განცხადებები, მათ შორის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ, თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი “ჭკვიანად არ იქნება, მუხლებს დაუმატებენ”. უფლებადამცველების თქმით, ეს ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ამ შუამდგომლობის გაჟღერებას პროცესზე ხმაური მოყვა. პროკურორებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსების განცხადებები საქმეს არ უნდა დაერთოს, რადგან ამას მათი მტკიცებით, “არ შეიძლება სამართლებრივი ძალა ჰქონდეს”.

სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანს გამოკითხავენ

Leave a Reply