დავით ქაცარავა

რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ ოკუპანტების გეგმა ახალ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაციაც მოხდა 2021 წლის 17 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში.
იმისათვის, რომ ამ გეგმის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომლის მიხედვითაც ოკუპანტი გეგმავს დამატებით 200კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას, გადავწყვიტე ორკების გეგმის ეტაპობრივი გაცნობა საზოგადოებისთვის.
ამისთვის მოვამზადე 2 რუკა – 1 ოკუპანტების მიერ მოხაზულ-მომზადებული, სადაც იასამნისფერი ხაზი აღნიშნავს ახალ საოკუპაციო ხაზს და რომელიც მოიქცევს ოკუპაციის ხაზის შიგნით ახალ ტერიტორიებს და მეორე რუკა, რომელიც მაქსიმალურად შევეცადე შესაბამისობაში მომეყვანა ოკუპანტის მიერ მომზადებულ გეგმასთან.
როდესაც ამ რუკებს ვუყურებ, გული მიჩერდება, სისხლი მეყინება, მინდა არ ვიფიქრო ამ საფრთხეებზე და უფრო პროზაულ, ყოველდღიურ პრობლემებზე გადმოვერთო, დავივიწყო ეს ოკუპაცია და თავი მოვიტყუო, რომ ეს ხელისუფლება ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ტერიტორიები არ დაუკარგავს და მშვიდობით დაიბრუნებს დაკარგულ მიწა-წყალს.
მაგრამ რეალობა სხვაგვარია და პრობლემების და საფრთხეების იგნორირება ამ საფრთხეებს არ გააქრობს, პირიქით, რაც უფრო მეტად თავს მოვიტყუებთ, მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ჩვენი სამშობლოს მცოცავ ოკუპაციას.
ამიტომ, დღეს თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს აძვი-მეჯვრისხევის პოტენციური ოკუპაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ოკუპანტი 442 ჰექტარს, ან 4 420 000 კვადრატულ მეტრ მიწა-წყალს მიითვისებს, (ცდომილება +/- 10%) თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიფიქრებთ, როგორ შევაჩეროთ ამ გეგმის განხორციელება,
ან ეგების საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარმა მთავრობამ ივაჟკაცოს და რამე მოიფიქროს, როგორ შეაჩერებს ოკუპაციას მშვიდობით….
მაშ ასე – დღეს წარმოგიდგენთ აძვი-მეჯვრისხევის, ოკუპანტისეულ, პოტენციური ოკუპაციის გეგმას.

Leave a Reply