ღონისძიების ორგანიზატორები: თათების იმედის მეგობრები
26 დეკემბერს.
კვირა დღეს
მთელი საქართველოს და არამარტო ცხოველთა მოყვარულები ვერთიანდებით ცხოველებისათვის.
გვერდ ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის, გადაცემა თათების იმედის და ვეეტერინარულ კლინიკა ბალტოს ინიციატივით
ტრადიციულად რუსთაველის მეტროს წინ ჩატარდება კეთილი აქცია მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად.
ორ წელზე მეტიაქვეყანაში შექმნილმა პანდემიისგან წარმოქმნილმა შეზღუდვება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ცხოველები ჩააგდო. უმეტესობა კვების ობიექტებთან იკვებებოდა, რომელთა ნაწილიც დაიკეტა, ხოლო კეთილი ადამიანები, რომლებიც მათ აჭმევდნენ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. გახშირდა დაუსახლებელ ადგილებში მათი მიტოვების ფაქტებიც.
აქცია სახელწოდებით ,,გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის” ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ტარდება და წელს მეოთხედ მისცემს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას გააკეთონ სიკეთე და დაეხმარონ მშიერ და მიტოვებულ ცხოველებს.
წინა წლებში ჩატარებულმა აქციებმა და საზოგადოების აქტიურობამ უამრავი ცხოველი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილით სიკვდილისგან იხსნა.
ჩვენს ჯგუფს აქვს უდიდესი გამოცდილება და ფლობს იმ ადამიანთა სიება, რომლებიც მზად არიან ჩვენგან გადაცემული დახმარებით მთელს საქართველოში დააპურონ და უმკურნალონ მიუსაფრებს.
გვჯერა, რომ წელსაც საოცარი აქტივობა გვექნება.
აქცია ჩატარდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით.
რა გვჭირდება:
საკვები ( კატები, ძაღლები).
დასაფენები.
წამლები.
პამპერსები ინვალიდებისთვის.
თითოეული გაცემული შემოწირულობის ამსახველი ფოტო ვიდეო მასალა აიტვირთება ჩვენს ივენთზე.
გაავრცელეთ !
მოიწვიეთ მეგობრები!
დღეს ცხოველების ხმა ვართ ჩვენ.
და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მათი სანტები.
გელოდებით ორი საათიდან რუსთაველის მეტროს წინ.
ჩვენ თათების იმედი ვართ
სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს

Leave a Reply