ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყების ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე, საკუთარი გამოსვლა ექიმებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ვინც, პანდემიის პერიოდში, ჩვენი პაციენტების მკურნალობაშია ჩართული და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნავს. მადლობა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით. ასევე, დიდი მადლობა ყველა მომიჯნავე სტრუქტურასა და სამინისტროს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პანდემიის მართვაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანგარიშის – „ჯანდაცვის სისტემების გამოწვევები – პანდემიის მართვა და რეფორმები“ წარდგენას ესწრებიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, ბიძინა კულუმბეგოვი, ივანე ჩხაიძე, თამარ გაბუნია და პანდემიის მართვაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები.

Leave a Reply