ერეკლე გოგიშვილი

მავთულხლართების მეორე მხარეს მოხუცი ქალი გამოჩდა, ნელ-ნელა მოდიოდა, ჩვენც მივიწიეთ. სველი, ცრემლიანი თვალებით გვათვალიერებდა.
ჩვენ წინ იყო, ახლოს, ძალიან ახლოს, მაგრამ ამავდროულად შორს, ისე შორს რომ ვერ მივუახლოვდით, ვერ ჩავეხუტეთ, ეკლიანი მავთული გვყოფდა.
აქეთ ჩვენ ვიყავით, იქით ის, ერთი ადამიანი, მოხუცი ქალი, მარტო! გულგატეხილი, თითო-ოროლა ადამიანის იმედად დარჩენილი.
5 დღეში ახალი წელია. ბედნიერების, ზეიმის, სიახლეების მოლოდინში ვართ, მაგრამ ხურვალეთამდე ვერ აღწევს ახალი წელი, იმ სახლებში მეკვლეს ვერ უმასპინძლებენ, არც ნაძვის ხეები დგას, იქ დრო გაჩერებულია, გაყინულია სახლის კუთხეში ჩამოკიდებული ლოლოებივით და ლღობას ელოდება.
და მიდის ამ ლოდინში ცხოვრება, რომელსაც უკანმოუხედავად მიაქვს ყველაფერი, რაც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.
სველი, ცრემლიანი თვალებით გვიყურებს ვალია ბებო. ვეებერთელა სახლში მარტო მყოფი, რუსების ტყვეობაში!
5 დღეში ახალი წელია, მაგრამ ხურვალეთამდე ვერ მივა, იქ დრო გაჩერებულია.

Leave a Reply