სასამართლო სხდომა მთავარი ბრალდებულის გარეშე – მესამე პრეზიდენტის ეტაპირება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ პიჯაკების საქმეზე პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება.

მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მესამე პრეზიდენტი თავს ისევ ცუდად გრძნობს.

პროცესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილთან გასული კვირის განმავლობაში კონსულტაციებს უფლებადამცველები მართავდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მთავარი მოწმე ანზორ ჩუბინიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სასამართლოში არ მიდის. მიზეზად სამსახურის გამო 28 დეკემბრამდე თავისუფალი დროის არარსებობა დაასახელა.

Leave a Reply