პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. ის გაზრდილია ექიმის ოჯახში. რა თქმა უნდა, მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას წარმატება ვუსურვო. იგი არის 5 შვილის მამა. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება. მინდა აღვნიშნო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

Leave a Reply