თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. მოწევა აიკრძალა მათ შორის ტაქსიში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 1-ლი იანვრიდან კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით:

  • მძღოლისთვის, რომელიც ტაქსიში თამბაქოს მოიხმარს;
  • მძღოლისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ეწევა მგზავრი და მძღოლი აღნიშნულ ქმედებას არ აღკვეთს.

რაც შეეხება ტაქსის მომხმარებელს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, ჯარიმა გავრცელდება მასზეც, თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა აკრძალულ ადგილას, საჯარიმო თანხა 100 ლარით განისაზღვრება

ცვლილებების მიხედვით, ჯარიმა დაწესდა იმ მძღოლებისთვისაც, რომლებიც თამბაქოს ავტომობილში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოიხმარენ. ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება.

ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ ან შემდეგ ყოველ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში.

Leave a Reply