აშშ-ს საელჩოს განცხადება

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.
შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს.
Last week, the ruling party undermined government accountability by abolishing the State Inspector Service, which is mandated to investigate police abuse and protect data privacy, undermined the independence of individual judges by amending the Law on Common Courts, and undermined faith in the judiciary by appointing yet another Supreme Court judge using a flawed selection process. No credible reasons were provided to the public for why these actions needed to be rushed through without appropriate consultations.
The lack of transparent discussion or analysis of the amendments is particularly troubling. Whether intended or not, the ruling party sent the message that independent oversight of the government or dissenting voices, even when prescribed by law, will be answered with retaliation, discipline, and dismissal.
The United States supports Georgia’s sovereignty and stability every day through our long-standing security cooperation and economic development programs. Strong democratic institutions and adherence to the rule of law are Georgia’s best defenses against Russian aggression. Steps that weaken democratic institutions, such as the judiciary or independent oversight agencies, damage Georgia’s aspirations for NATO and European Union membership, and undermine the basic freedoms that are the foundation of Georgian culture and society.

Leave a Reply