სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელსაც საგარეო უწყება “იუნესკოს” გადაუგზავნის, 30 დეკემბრით თარიღდება და ის, როგორც მტკიცებულება უკვე დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს.

სამედიცინო და ქიმიურ – ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის მონაცემებით, სამხარაულის ბიურო, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად, ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინით” ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებულ გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას უთითებს.

დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს.

ცნობისთვის, “იუნესკო”-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამბობს, რომ აღნიშნული სია ივლისში გამოქვეყნდა. ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში კი ორგანიზაცია გამოძიების მასალებს ელოდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც “იუნესკოს” გადაეგზავნება.

Leave a Reply