გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

მას შემდეგ, რაც ტოკაევმა ე.წ. ოდკბ -ს ძალების შეყვანაზე ყაზახეთში თანხმობა და უკვე ჯარებიც მიიღო პუტინისგან, ფაქტობრივად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო მოქმედებები ბელორუსული სცენარით, ეს იმ ფონზე როდესაც ჩანს მძიმე პერსპექტივები შეიარაღებული დაპირისპირებისაც.
სამწუხაროდ ცოტა გვიან, მაგრამ აშშ სახელმწიფო მდივანმა გააფრთხილა ტოკაევი, რომ შესაძლოა რუსების სამხედრო ქვედანაყოფები ყაზახეთიდან აღარ წავიდნენ. მოკლედ სრულიად ახალი კონფიგურაცია ჯდება ცენტრალურ აზიაში. ჯერეჯრობით ჩინეთის პოზიცია არ ჩანს, სავარაუდოდ ეშმაკი სი ცზინ პენი დაელოდება, შეხედავს რა გამოვა და იმის მიხედვით იმოქმედებს. ფაქტია, რომ ყაზახეთს ისევე, როგორც უკრაინას ნაწილობრივ, იმ უმძიმესი გზის გავლა მოუწევს, რომელიც საქართველომ გამოიარა 90 იან წლებში, თუმცა მერე უკვე თითქმის გავაკებულზე, 2012 წელს ისევ იქითკენ ჭაობისკენ აიღო სვლა ,,თავისი გასაოცრის” – ხელდასმით.

Leave a Reply