უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრის წარმომადგენელთა და სამოქალაქო აქტივისტთა

საგანგებო განცხადება

 საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი იყოს დამოუკიდებელი და თვითონ მართოს საკუთარი ბედი კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ:

 

  • მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, და ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
  • ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივ პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
  • აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
  • მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
  • საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოს სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
  • რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.

 

ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად.

განცხადების მხარდამჭერთა სია:

 

  1. ანდრო გოცირიძე (კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრი – CYSEC)
  2. თორნიკე შარაშენიძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – GIPA)
  3. შალვა ძებისაშილი (საქართველოს უნივერსიტეტი, უსაფრთხოების პლატფორმა)
  4. ნათია კალაძე (UG, სოციალური მეცნიერებების სკოლის დირექტორი)
  5. ლევანი სიხარულიძე (თადარიგის პოლკოვნიკი, Valiant Integrated Services ყოფილი მრჩეველი)
  6. თეონა აქუბარდია (პარლამენტის დეპუტატი)
  7. ლიკა ბასილაია-შავგულიძე (საზოგადოებრივი აქტივისტი)
  8. კონსტანტინე ვეკუა (უნივერსიტეტი ალტე)
  9. გიორგი თარგამაძე (ტელეკომპანია ფორმულა)
  10. არჩილ ხოფერია (ვეტერანთა ორგანიზაცია “დაიცავი შენი წილი საქართველო”)
  11. ირაკლი ტაბლიაშილი (ტელეკომპანია ფორმულა)
  12. დავით ხორგუაშვილი (სამხედრო ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი)
  13. ხათუნა მშვიდობაძე (George Washington University)
  14. თენგიზ ფხალაძე (საერთაშ. პოლიტ. ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი)
  15. გაიოზ ჯაფარიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
  16. ბაია ივანეიშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, IBSU)
  17. გიგი გიგიაძე (Economic Policy Research Center)
  18. ბუკა პეტრიაშვილი (რონდელის ფონდი)
  19. შოთა ღვინერია (Baltic Defence College)
  20. გიორგი ხარაბაძე (დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტი)
  21. კონსტანტინე ელიზბარაშვილი (ყოფილი დიპლომატი)
  22. ბაკურ ხუბულავა (ELS – მომავალ ლიდერთა სკოლა)
  23. კახა გოგოლაშვილი (რონდელის ფონდი)
  24. დავით ბრაგვაძე (საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი)
  25. რეზი თოფურია (ფრანკლინის კლუბი)
  26. ელიზბარ ხვიჩია (პროგრესული სივრცე)
  27. ლევან გეგეშიძე (ეროვნული უსაფრთხოების ფონდი)
  28. დავით კაპანაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  29. მანანა ვარდიაშვილი (ჟურნალისტი)
  30. ვაჟა გაფრინდაშილი (სამოქალაქო აქტივისტი)
  31. დავით ქაცარავა (სამოქალაქო აქტივისტი)
  32. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, GIP)
  33. გელა ვასაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  34. ვალერი ჩეჩელაშვილი (საქართველოს სტრატეგული ანალიზის ცენტრი)
  35. გიორგი რუხაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  36. ზურაბ დავითაშვილი (ი.ჯ. სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  37. სალომე წერეთელი (საქართველოს უნივერსიტეტი)

 

 

 

Leave a Reply