გულიკო ზუმზაძე

“ლელო”

საქმეში ჩაუხედავი ნებისმიერი ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ ხაზარაძე -ჯაფარიძის “საქმე”რეალურად არის პოლიტიკური დევნა. ლელო და ლელოს ლიდერები, მიუხედავად იმ შედეგებისა, რასაც არჩევნებზე უწერენ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. მათი პოზიცია არის მკვეთრად პროდასავლური. ლელო კოალიციურად საგრძნობლად აძლიერებს ოპოზიციას და ეს ადგილობრივი არჩევნების მე – 2 ტურში გამოჩნდა, როცა პრაქტიკულად დიდი ქალაქები წააგო მმართველმა ძალამ. “საქმეს” , რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი, პროკურატურა სადამსჯელო იარაღად იყენებს ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ვფიქრობ, დღევანდელ მოცემულობაში, თუ ოდნავი გონიერება კიდევ შერჩა ამ ხელისუფლებას, უარი უნდა თქვა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, კრიტიკული მედიის შევიწროებაზე და სრულიად ახალი და ადექვატური დამოკიდებულება შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც მასაც გამოადგება, როცა სახელისუფლო ბერკეტების დათმობა მოუწევს!..

Leave a Reply