რუბრიკა

წარმატების ფორმულა – ერთი ისტორია

მარიამ რევაზიშვილი

წარმატებული ქართველი ფერმერის, ნინო დარჩიაშვილის ისტორია, რას ფიქრობს ის საკუთარი ბრენდის შესახებ, მისი ხედვები დღევანდელ მსოფლიო ბაზარსა და გაყიდვებზე. რას ურჩევს უკვე შემდგარი მეწარმე დამწყებებს და როგორია მისი წარმატების ფორმულა.

-გზა, რომლითაც მოხვედით დღემდე.

-მე ვარ ნინო დარჩიაშვილი,თექაზე ვმუშაობ და ვაკეთებ სხვადასხვა ნივთებს. პროფესიით იურისტი ვარ,მაგრამ ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა და დღემდეც ასეა.ეს საქმე,დედამ შემასწავლა და ერთად დავიწყეთ ორივე ჩვენგანისთვის საყვარელი საქმიანობა.

როგორ გაჩნდა ბრენდის იდეა?

-სულ ერთი წელია,რაც დავიწყე თექის ნივთების გაკეთება და შემდეგ გაყიდვა,მიუხეავად იმისა,რომ მანამდეც ვაკეთებდი მსგავსი ტიპის აქსესუარებს,გასულ წელს გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბრენდი

რადგანაც ეს ბიზნესი მე და დედამ ერთობლივად დავიწყეთ,ჩავთვალე საჭიროდ,რომ დამერქმია მისი სახელი”KHATO”,ხოლო ‘DARCHO”გვარის შემოკლებული ვარიანტია.

ხელოვნების მიმართ საოცარმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ჩემი ნივთები ხალხისთვის გამეზიარებინა,თავად ხელოვანის ოჯახიდან ვარ,რამაც,ვფიქრობ,მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დავკავებულიყავი ამ საქმიანობით.

-როგორი იყო ოჯახის რეაქცია,როდესაც თქვენი მიზანი გააცანით?

– ჩემს ახლობლებს ძალიან მოსწონთ,აღფრთოვანებული არიან,ძალიან თამამი ნათქვამია,მაგრამ,რადგანაც ახალი დაწყებული მაქვს ეს საქმე,მეტია დადებითი ემოცია ყველა ადამიანისგან.

-რთულია დაიწყო რაღაც ახალი?

-კი, რასაკვირველია, ყველაფერს ახლავს სირთულეები, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს, თავიდან უნდა გათვალო რისკები, უნდა იცოდე, თუ წაიქცევი, უნდა წამოდგე და ენთუზიაზმი არ დაკარგო.  მუდამ წინ უნდა იარო, უამრავ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას,გაჩერებას არ ვაპირებთ,გვაქვს შემოთავაზებები უცხოეთიდან.

-ანუ აპირებთ საზღვრებს გარეთ გაიტანოთ თქვენს მიერ შექმნილი პროდუქცია?

-გასულ წელს მალტაზე მიგვიწვიეს პროდუქციის რეალიზაციისთვის და სამომავლოდ ვგეგმავ მსოფლიო ბაზარზე ჩემი ბრენდის გატანას. რა თქმა უნდა,მარტივი არ არის,მაგრამ  ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ

რამდენად მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები?

-ჩვენი პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია,განსაკუთრებით ზამთარში.რადგან მოგეხსენებათ თექა საკმაოდ თბილია და ცივ ამინდებში სითბოს არაფერი სჯობს.ყველაზე მოთხოვნადი კი მაინც საახალწლო აქსესუარებია,სათამაოები.

-და ბოლოს,რას ეტყოდით იმ ადამიანებს,რომლებიც ბიზნესის დაწყებას აპირებენ?

-თუ გინდა, უნდა დაიწყო კიდეც,მეც მეშინოდა,მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩემი სურვილი და მიზანი,ვერანაირმა ძალამ ვერ გადამაფიქრებინა

-მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.

-მადლობა თქვენ.

Leave a Reply