ემიგრანტის ხმა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობს მხატვარ-მოქანდაკის ლონგინოზ იორდანიდის ოჯახი, რომლის დიასახლისი ქართველი ქალი-მზიური გველესიანია.

ამ ოჯახის შესახებ თავად შემოქმედმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო ქიზიყელმა გვიამბო და დასძინა – ბატონი ლონგინოზი მეორე ნიკალაა ‘სრული დატვირთვითო”.

ნინო ქიზიყელმა მისი ჩანაფიქრიც გაგვანდო – ძალიან უნდა თელავის მუნიციპალიტეტმა სამუზეუმო ფართი გამოყოს რომ ლონგინოზ იორდანიდის ძვირფასი ხელოვნების მემკვიდრეობა დაუბრუნდეს საქართველოს.

ბატონი ლონგინოზი საქართველოში დაბადებული ბერძენია, ქვეყნის დატოვებამდე ოჯახი წლების განმავლობაში თელავში ცხოვრობდა. ცოლიც და ქმარიც სამხატვრო აკადემიის პედაგოგები იყვნენ. ორი შვილი ჰყავთ- პერიკლი და თემიდა. თემიდა ოქრომჭედელია, პერიკლი – მხატვარი-დიზაინერი.

ლონგინოზ იორდანიდი 1 წლის წინ გარდაიცვალა, სწორედ მის შემოქმედებაზე და ცხოვრების წლებზე გვიამბობს ქალბატონი მზიური სიუჟეტში, რომელიც ქართველი ემიგრანტის, მიხეილ კაკაურიძის მიერ არის გადაღებული.

სიუჯეტის და ლონგინოზ იორდანიდის შემოქმედების გაცნობის შედეგ ჩვენ ვუერთდებით ქ-ნი ნინოს იდეას და ჩავერთვებით თელავში მისი ნამუშევრებისთვის სამუზეუმო ფართის გამოყოფის საქმეში.

Leave a Reply