პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილება – ევროკავშირმა ახალი რეკომენდაციები მიიღო.

ახალი რეკომენდაციის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები გამოყენებული უნდა იყოს პირის სტატუსის გათვალისწინებით და არა რეგიონულ დონეზე არსებული სიტუაციით, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ვირუსი ძალიან მაღალ დონეზე ცირკულირებს.

ეს ნიშნავს, რომ მოგზაურის ვაქცინაციის, ტესტირების ან გამოჯანმრთელების სტატუსი, რაც ევროკავშირის მოქმედი ციფრული კოვიდსერტიფიკატით დასტურდება, მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს. პიროვნებაზე დაფუძნებული მიდგომა არსებითად გაამარტივებს მოქმედ წესებს და მოგზაურებისთვის დამატებით სიცხადესა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ახალი რეკომენდაცია 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.

Leave a Reply