თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება, განაცხადა  სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

„ჩვენ რუსეთს მკაფიოდ განვუცხადეთ, თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვება შემდგომ აგრესიულ ქმედებებს. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ასევე ავუხსენით ბელარუსს, რომ თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება. თუ შეჭრა ბელარუსიდან განხორციელდება, თუ რუსული ჯარები მათ ტერიტორიაზე მუდმივ საფუძველზე განლაგდებიან, ნატოს ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებში ჩვენი ძალების განლაგების გადახედვა მოუწევს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Leave a Reply