პარტია “დროა” წარმოგიდგენთ განცხადებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ, რომელზე ხელმოწერასაც ვთავაზობთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს.
📌 დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ დაიწუნა და არ მიიღო.
მათ უკრაინის მხარდასაჭერ ტექსტში ერთხელაც არ ახსენეს რუსეთი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტექსტს მკაფიო გზავნილებით, რომლებსაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ყველა პროდასავლური პარტია ბუნებრივად უნდა იზიარებდეს.
📍 “დროა” იწვევს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აღნიშნული დოკუმენტის ხელმოსაწერად, რათა ერთად დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

Leave a Reply