ბლოგი

ქეთი მიქაძე

საზღვრისპირა სოფელ მერეთში, რომელსაც ზევიდან დისევის ბაზა დაჰყურებს და მავთულხლართები ერთი ხელის გაწვდენაზეა, ბევრი ოჯახი ცხოვრებს. მათ ყველა თავისი საკუთარი ისტორიები აქვთ, მაგრამ დღეს მინდა 2 ოჯახზე გიამბოთ

ერთი ოჯახში ცოლიც და ქმარიც შშმ პირია. ადრე წისქვილი ჰქონიათ, მდინარის წყლით ფქვავდაო, მაგრამ დაზიანებულა და ახლა წლებია ამ წისქვილის აღდგენაზე ოცნებობენ. მეზობლები ამბობენ, ეს წიქსვილი რომ ამუშავდეს, თავისი ორი ყავარჯნით გადმოვაო 70 წლის ვასილი პაპა, სარჩოც ექნება და სოფელსაც შვება მიეცემა, წისქვილი ადგილზე იმუშავებსო. ვასილი პაპას ცოლიც ჰყავს, 68 წლის ლალი ბებოო-გვითხრეს სოფელში, ისიც მიეხმარება და ოჯახი ამოისუნთქებსო.

ახლა მეორე ქალზე მინდა მოგიყვეთ-ისიც მერეთიდანაა, ხო, იქიდან სადაც ოკუპანტები ერთი ხელის გაწვდენაზე არიან და მავთულხლართებიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება მის სახლს.  65 წლის ვენერა შშმ პირია და იცით რაზე ოცნებობს-საკერავ მანქანაზე, ჩვეულებრივ, უბრალო საკერავ მანქანაზე, რომელიც შეიძლება რომელიღაც ტქვენგან საკუჭნაოში, ან სულაც აგარაკზე აქვს სადღაც შეკუჭული და წლებია არც გახსენებია.

ვენერა კარგად კერავსო-მეზობლები ამბობენ, იმდენ რამეში დაგვეხმარებოდაო…

იცით კიდევ ვის ელოდებიან მერეთელები-აი იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ვასილა პაპას (ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები) წისქვილს აამუშავებინებს, ვენერას კი საკერავ მანქანას აჩუქებსო…

ახლა დავფიქრდი-არადა, შეგვიძლია. მარტო მე, ან შენ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ ერთად აუცილებლად გამოგვივა.

ეს მხოლოდ 2 ოჯახზე მოგიყევით, არადა სხვა ოჯახებიდანაც იმდენი რამ მოვისმინეთ-გული დამიმძიმდა!

Leave a Reply