თამთა მეგრელიშვილი
ექსპერტი
NDI არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური ინსტრუმენტი
დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევ გასაუბრებას მოვუსმინე.
უნდა აღინიშნოს, რომ შესარჩევი პროცესი უპრეცედენტო გამჭვირვალე იყო.
თენგო თევზაძის მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტული ხუთპუნქტიანი გეგმა, რაც მოვისმინე გიორგი კალანდარიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმის ფონზე დიდ უხერხულობას იწვევდა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კანდიდატს, რომელსაც აკლია კომპეტენცია (არ ესმის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები) და აქვს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი, პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ცესკოს თავმჯდომარეობაზე.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვრცელი გასაუბრების მოსმენის შემდეგ, დროში პარალელურად და ძალიან საეჭვოდ, გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომლის “ჰედლაინმა” ჩემში საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია.
გასაუბრების პროცესის პარალელურად (თითქოს დამთხვევაა) NDI-იმ გამოაქვეყნა კვლევა, რითაც ცესკოსადმი საზოგადოების ნდობის ინდიკატორად 35%-ი განსაზღვრა და ამტკიცებს, რომ ცესკოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი 3-ჯერ შემცირდა, რაც გაიტანა მთავარ სათაურად.
სინამდვილეში ამავე კვლევით
ცესკოს გამოკითხულთა
22% – აფასებს კარგად;
28% – საშუალოდ (ანუ 50% სტაბილურად ენდობა);
35% – ცუდად;
14% – არ იცის;
1% – უარი პასუხზე.
ვთქვათ და დავიჯერეთ ეს მონაცემები, კვლევას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ეს მონაცემი არცერთ ფაქტობრივ გარემოებას არ ემყარება.
და ბოლოს, კვლევის სანდოობაზე რა ვთქვა?!
ასეთი გლობალური კვლევისთვის გამოკითხულ პირთა რაოდენობა 2099-ია.
ეს კვლევა კი მინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს.
რატომ მაინცდამაინც დღეს?!
რატომ ასეთი სათაურით?!
რატომ ასეთი პოლიტიკური მიკერძოება?!
ეს ხომ არაა პროცესის დისკრედიტაცია?
პასუხი თქვენთვის მომინდვია.

Leave a Reply