გულიკო ზუმბაძე

“ლელო”

გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით მე ასეთი აზრი მაქვს:
1. დღემდე ეს საკითხი იმიტომ არ წყდება, რომ ხელისუფლება ერიდება გარემოვაჭრეების უკმაყოფილებას, ვერ მონახა ამ ხალხთან საერთო ენა და საკითხის გადაწყვეტის ცივილური გზა;
2. ჯავახეთის ქუჩა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, მეტროს წინ მდებარე მოედანი აუცილებლად გასანთავისუფლებელია მანქანების სადგომისაგანაც კი, ვიღაცას იჯარით რომ გადასცეს;
2. გარემოვაჭრეებს არა აქვთ ჰიგიენის დაცვის სათანადო პირობები, არაფერი რომ არ ვთქვათ ყინვასა და ქარზე… პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს მანქანების გამონაბოლქვ არეალში;
4. გარემოვაჭრეები უნდა განთავსდნენ შენობებში, საჭიროების შემთხვევაში, კომპენსაციებიც უნდა გასცენ. ოღონდ მთელ თბილისში გავაჭრობა უნდა იქნას ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული, გამომდინარე მისი ანტისანიტარიული და ჯანმთელობისათვის საფრთხის შემცველი ხასიათისა.

Leave a Reply