გიორგი კანაშვილი

აფხაზეთში, ბოლო ხანებია აქტიურად მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში იგივე კანონი უნდა ამოქმედდეს, რაც რუსეთშია. ანუ: ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ფონდის დახმარებას იღებს, დაერქმევა „უცხო ქვეყნის აგენტი“.
ამას მოყვება ამ ორგანიზაციების კიდევ უფრო მკაცრი შემოწმება, შემდეგ შეიძლება არასასურველ უცხოურ ორგანიზაციებთან კონტაქტი აუკრძალონ და ა.შ. (ასე მოხდა რუსეთში).
ხოდა, გუშინ აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ღია წერილით მიმართეს საკუთარ ხელისუფლებას, რომლის პათოსიცაა – არაა ეგ კარგი საქმე და რუსების დაკრულზე ცეკვა ყველაფერში არ წაგვადგებაო.
ამონარიდი ტექსტიდან: „Мы заявляем, что категория «иностранный агент» является ложным и пропагандистским клише“. აქედან გამოდის, რომ რუსეთის კანონიც მცდარი და პროპაგანდისტური კლიშეა; ანუ სილაა რუსებზე გაწნული.
აი ამას ბედავენ აფხაზები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ – რუსებზე არიან ყოველმხრივ დამოკიდებულნი. ჩვენ რეზოლუციაში რუსეთი ვერ ჩაგვიწერია…

Leave a Reply