მარიამ სუყაშვილი

14 თბერვალი – სიყვარულის დღე. ზოგისთვის ეს დღე ბევრ გულთან და სიყვარულთან ასოცირდება, ზოგი  კი პირიქით, უკმაყოფილოა, რომ ეს დღე აღინიშნება და მაინც, რა ხდება 14 თებერვალს? როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ულოცავენ ერთმანეთს და ჩუქნიან საჩუქრებს.

ამ დღის აღნიშვნა რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე, აღნიშნავდა მთელი ქრისტიანული სამყარო, ახლა კი მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ, ლუთერანულ და ანგლოკანურ ეკლესიებში. მართლმადიდებულ ეკლესიებში,წმინდა ვალენტინის ხსენების დღე 19 ივლისია. ასე, რომ 14 თებერვალი ასოცირდება სიყვარულთან, რომელსაც სათავე დაუდი ჯუფრი ჩოსერმა.

როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ,ვალენტინობას, ღმერთებს სწირავდნენ ცხოველებს, რომელსაც აძრობდნენ ტყავს და აკეთებდნენ მათრახებს, ამ მათრახებით კი, ახალგაზრდა მამაკაცები, შიშველი ქალის ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში, ქალებს კი იმედი ჰქონდათ,რომ  ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერნი გახდებოდნენ,  ეს ძალზედ გავრცელებული ტრადიცია იყო რომში.494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.

კლავდიუსს სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, ოჯახის გარეშე, უკეეთ ემსახურებოდა სამშობლოს, ამიტომ აკრძალა ქორწინება. მაგრამ ვალენტიი ქრისტიანულ საიდუმლო წესს, მალულად მაინც ატარებდა. მან ძალიან ბევრი წყვილის დაქორწინება მოსწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. ხოლო, შემდეგ, სიკვდილით დასჯის მოლოდინში,ციხეში, გაიცნო ჯულია, ზედამხედველის ქალიშვილი, რომელსაც სიკვდილის წინ მისწერა სასიყვარულო ბარათი, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

 

Leave a Reply