იქ, სადაც რუსი ოკუპანტები ხელის ერთ გაწვდენაზე დგანან“ – სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდის მორიგი საქველმოქმედო აქცია საოკუპაციო ხაზთან

ლია დურგლიშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტია. ლია წარმოშობით ბერშუეთიდანაა. სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. აი(პ)იმ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია სწორედ სოფელ ბერშუეთში გამართა. სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდის მიერ ე.წ. გამყოფ ხაზთან ეს მესამე აქციაა, საერთო ჯამში კი, – მე-15-ე.

ჩვენი ორგანიზაციის დევიზია Momento Populi (გახსოვდეს ხალხი). ეს დევიზი განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს მიესადაგებათ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი და ამაყი ვარ, რომ ჩემმა კოლეგებმა დიდი პროფესიული გმირობა გამოიჩინეს. ქართლის სხვა სოფლების მსგავსად, ბერშუეთიც  ომმა დააზარალა – აქედან რუსი ოკუპანტები ხელის ერთ გაწვდენაზე დგანან. სიმბოლურია, რომ დღევანდელ აქციაში, „კუმ დეოს“ ძირითად ჯგუფთან ერთად, ჩემი „თანაფრონტელი“ მეგობრები, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებიც  – ლია დურგლიშვილი და ნანა ოქროპირიძე უანგაროდ მონაწილეობენ. ტრადიციულად, ბერშუეთის მოსახლეობასაც სამედიცინო სერვისები მივაწოდეთ და „ჯი ემ ფარმას“ მედიკამენტებიც უფასოდ გადავეცით,“ – განაცხადა „კუმ დეოს“ პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კარდიოლოგმა სოლომონ ზეიკიძემ.

შეგახსენებთ: „კუმ დეო“ ერთია წელია, საქველმოქმედო აქციებს, „ჯი ემ ფარმას“ თანადგომით, მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. ბერშუეთის აქციაში მონაწილეობდნენ ექიმები: კარდიოლოგი, პროფესორი სოლომონ ზეიკიძე, ნევროლოგი, „კუმ დეოს“ მთავარი ექიმი ეკა მამუკელაშვილი, ენდოკრინოლოგი მარიამ წიკლაური, თერაპევტი ლია დურგლიშვილი და ნეფროლოგი ნანა ოქროპირიძე.

როგორც ყოველთვის, „კუმ დეოს“ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა: ბექა გოგიაშვილმა, მარეხი ჯინჯოლავამ და შალვა მაჩიტიძემ.

ცნობისთვის: ორგანიზაცია – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ ერთი წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში 14 საქველმოქმედო აქცია გამართა. ბერშუეთამდე სოლომონ ზეიკიძის გუნდმა უფასო სამედიცინო მომსახურება ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემის მოსახლეობას გაუწია.

 

 

Leave a Reply