არჩილ გამზარდია
-აფხაზეთსა და ცხინვალში საკმაოდ საფრთხილო პროცესები მიდის, მათ შორის, შეიარაღების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ რეგიონს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა რუსეთთან მიმართებაშიც, ჯამურად მაინც მნიშვნელოვან დამატებით საფრთხეებს ქმნიან, განსაკუთრებით ბოლო დღეების მოვლენების ფონზე.
პოლიტიკურ სპექტრს, ხელისუფლებას – ოპოზიციას, ვინმეს აინტერესებს ეს თემა, აკეთებს ანალიზს? ქმნის რაიმე სტრატეგიას თუ ვტკბებით ისევ პოპულიზმსა და შეუმჩნევლობაში?
ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები ხელახალ ნაღმად იქმნება, არავინ იცის, როდის ამოქმედდება, რა ულტიმატუმები გაჩნდება და პროცესი როგორ გაგრძელდება.
საერთოდ, ჩვენს ქმედებებსა და რიტორიკაში, სადმე ტვინის წილი დევს?

Leave a Reply