ანი ლექვთაძე

სოციალურ ქსელში ჩვენი ყურადღება ახალგაზრდების ჯგუფმა მიიპყრო, რომლებიც საკუთარ უბანს და ქალაქს ასუფთავებდნენ. მერე ვნახეთ აქციაც-დაალაგე შენი უბანი

დავინტერესდით და უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტეთ ამ ახალგაზრდებზე. მერე ,,საინიციატივო ჯგუფის’’ ორგანიზატორი გიორგი ბეჯანიშვილს დავუკავშირდი.

ალბათ მიხვდით, რომ ჩემი სტუმარი დღეს სწორედ გიორგია, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.

სამაგიდო თამაშების კლუბთან არსებული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქალაქ თელავში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ერთიანი ძალით ცდილობს სასიკეთო ცვლილებების მოტანას .

საინტერესოა, რას აკეთებენ ისინი ამისთვის და როგორ ცდილობენ ამ გამოწვევებთან ბრძოლას?

 

  • როგორც ცნობილია, თქვენი სათემო ორგანიზაცია ,,სათემო ფონდია’’, უფრო ვრცლად , რომ გვითხრა, რას მოიაზრებს ეს კამპანია?

 

  • სათემო ფონდი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული და დაარსებული, ეს არის უბრალოდ იდეა, რომელიც მოიცავს ე.წ. სათემო რესურსების კულაბას, რომლის დახმარებითაც მხარს ვუჭერთ ახალგაზრდულ იდეებს. ასევე ეს მოიაზრებს რესურსების თავმოყრას ქალაქისთვის . მაგალითად, შეიძლება ეს იყოს რაღაც უნარები, ცოდნა , რომელსაც გააზირებს იმისთვის რომ უკეთესი იყოს ქალაქის ცხოვრება .

 

აქ საუბარია , რომ ვიღაცას აქვს რაღაცის უნარი და სხვადასხვა უნარების გაერთიანებით , ფინანსური რესურსების გაერთიანებით , ის გამოწვევები რაც ქალაქშია მარტივად მოაგვაროს.

 

  • განვითარების რა ეტაპზე ხართ ახლა?

 

  • ამ ეტაპზე მიმდინარეობს სათემო კავშირის ჩამოყალიბება, ვართ იმ ეტაპზე როდესაც მიმოვიხილავთ თუ როგორი უნდა იყოს სათემო გაერთიანების სტრუქტურა. მაგალითად, ახლა უკვე ვიცით , რომ გვეყოლება რამდენიმე ადამიანისგამ შემდგარი გუნდი, რომელიც დააორგანიზებს და იმუშავებს ,,სათემო ფონდის’’ გამართვისთვის.

 

  • თქვენ წამოიწყეთ დასუფთავების აქცია, ,,დაალაგე შენი უნანი’’, საიდან გაჩნდა ეს იდეა , რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი?

  • ეს იდეა გაჩნდა , იქედან გამომდინარე , რომ ერთ-ერთი უბანი თელავში, ტყის პატარა ნაწილი და სკვერი დანაგვიანებული და , უბრალოდ დალაგების სურვილი გამიჩნდა.

 

  • რამდენად აქტიურობს მოსახლეობა ან მხარდამჭერები?

 

  • მე ადრეც ვალაგებდი ხოლმე , 3 წლის წინ, ისევ თელავში და მაშინაც იყვნენ მხარდამჭერები , თუმცა ახლა უფრო მეტი ადამიანი უერთდება კამპანიას.

ადამინები მიხვდნენ , რომ აუცილებელია ერთიანი ძალით გამოვეხმაუროთ სხვადასხვა გამოწვევებსა და პირობებს. სწორედ ამიტომ , ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა და ასევე აგვემაღლებინა ეკოცნობიერება ადამიანებში, რათა მომავალში მივიღოთ უკეთესო შედეგი,  რომ ადამიანებმა აღარ დაყარონ ნაგავი და მოუფრთხილდნენ , მათ საცხოვრებელ გარემოს და უბანს.

 

  • გაქვთ თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლისგან ხელშეწყობა?

 

  • დიახ, გვაქვს, დაახ. ჩართულია 15-20 ადამიანი ამ აქციაში და პერიოდულად უერთდებიან.

 

  • რამდენად ხშირად ატარებთ დასუფთავების აქციას?

 

  • ყოველ შაბათს ვატარებთ ამ დასუფთავების აქციას ,,დაალაგე შენი უბანი’’ და სხვათაშორის ამ კამპანიის მთავარი მიზანი ის არ არის, რომ მხოლოდ ერთი ჯგუფი შეიქმნას , რომელიც უბანს დაააუფთავებს , მთავარი მიზანი და არაი ისაა , რომ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა ამ კამპანიას შეურრთდეს ნებისმიერი აქციიდან. აი მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაალაგოთ თქვენი უბანი და უბრალოდ დააჰეშტაგოთ , რომ უერთდებით ამ კამპანიას .

 

  • აპირებთ თუ არა თელავის გარდა სხვა ტერიტორიების დასუფთავებას ?

 

  • წინასწარ არ შეგვიძლია მაგის თქმა დავალაგებთ თუ არა სხვა ადგილებს , იმიტომ რომ ჯერ აქ მარტო ადგილზე , იმდენი პატარა მონაკვეთი , სკვერი თუ სხვადასხვა ინდუსტრიული ადგილებია დასასუფთავებელი , რო ალბათ ვერც მოვახერხებთ სხვა ადგილების დასუფთავებას.

 

  • რამდენად შედეგიანი აღმოჩდა თქვენი დასუფთავების აქცია , არის თუ არა თქვენს მიერ დალაგებული უბანი კვლავ  დალაგებული?

 

  • პირადად მე , ერთ-ერთ ადგილს ვესტუმრე, რომელიც სულ თავიდან დავალაგე , ეს არის თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტყის ტერიტორია და მცირედი დანაგვიანება ისევ შეინიშნებოდა, მაგრამ არა ისეთი როგორიც მანამდე იყო.

 

  • რას ფიქრობთ , როგორ უნდა აღმოიფრქვას ეს პრობლემა?

 

  • ვფიქრობ , რომ მხოლოდ ,,დასუფთავების აქცია’’ ვერ უშველის ამ პრობლემას, ამას სჭირდება დიდი დრო და ამას სჭირდება ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ მედია მხარს უჭერს ესეთ წამოწყებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მასმედიით არ გავრცელდა ეს ინფორმაცია და ჩვენ ადამიანებს არ დავანახეთ ეს კამპანია და იდეა, ისე ძალიან რთულია , რომ ადამიანებმა შეიგნოს ამის არსი.

 

  • როგორია სამომავლო გეგმები?

 

  • სამომავლო გეგმები ბევრი გვაქვს , თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ ადგილების წარმოჩენაა, რომელიც საჭიროებს ნაგვის ურნების დამატებასა და დადგმას , სახ არ არის.  გეგმაში გვაქვს , რომ შესაბამის სტრუქტურებს დავანახოთ, ისეთი ადგილებიც , რომლებიც საჭირებს ინფრასტრუქტურულ მოწყობას და მომზადებას, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი დანაგვიანება და გარემოს დაბინძურება , როგორიც ახლა არის .

 

ასევე მომავალში დაგეგმილია, ჩვენთან ერთად დაგეგმილია, რომ შემოგვიერთდეს კამპანია ,,გაიტანე“ , რომელსაც ყავს ე.წ.  ,,მწვანე რაზმები“ , ვინც არის მოხალისეები, ისინი არა მარტო ასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს, არამდედ ახარისხებემ ნაგავს და ახდენენ ამ ნაგვის სეპარაციას, ასეთი გეგმებია ამ ეტაპზე.

 

  • წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply