მოქალაქე მარიამ ლომიძე კუთვნილ ბინას დაუთმობს უკრაინის
მოქალაქეებს რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში
მარიამ ლომაძე
ღმერთი შენსკენ, უკრაინა✊💙💛
✅სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი არასოდეს ყოფილა ჩემთვის🙌
✅უამრავი რამ ვაკეთე მთელი დღე, თუმცა გონება განუწყვეტლივ იმ ხალხთან იყო, რომლის მსგავსი სიმწარე საკუთარ ტყავზე მაქვს ნაგრძნობ-განცდილი
✅2008 წელს საოცარი უსუსურობის განცდით შეპყრობილმა, ხელში მყოფ საკუთარ 8 თვის შვილს დავხედე და უნებლიედ წამომცდა – ღმერთო, ეს მაინც არ მყავდეს🥺 და დედას შევაჩეჩე🥺
✅მახსოვს წაღვერის ე.წ ბანაკში გახსნილი თავშესაფარი🥺 ჩემი შვილის ტოლები, კიდევ უფრო პატარები და ოდნავ დიდები😞ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ტანსაცმელი არ ჰქონდა, ვიღაცას უბრალოდ ყურის ტკივილის წამალი სჭირდებოდა🥺 წამში გაქრა ჩემი უსუსურობა და სიძლიერედ გარდაიქმნა
✅დაუღალავად დავრბოდი ჩემს მეგობრებთან ერთად და ვაგროვებდი ნებისმიერ რესურსს🙏
✅სახეზე ნაკვთებწაშლილ ლევან-ს ვიხსენებ, დაღლილობისგან რომ ვეღარ მეტყველებდა🥺 სხვებს ეხმარებოდა და ეს ამხნევებდა✊
✅ხანძრის წინა ხაზზე მებრძოლი მამა მახსენდება და ყველას თვალებში გაბატონებული უიმედობა🥺
❌ოხ, როგორ არ მინდოდა ეს კიდევ გვეგრძნო🥺
✅და თუ მაინც …. 👇
📣ქვეყანაში ჩარჩენილ ტურისტებს, ვინც დღეს თავშესაფრის გარეშეა, საცხოვრებელს ვთავაზობ როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე იგრძნო ის, რასაც ახლა განიცდის უკრაინა ✊😞
📣პოსტი საჯაროა მეგობრებო🙌 3-4 ადამიანი თავისუფლად მოთავსდება ✊
✅და ისევ 👉ღმერთი შენსკენ, უკრაინა💙💛

Leave a Reply