სიენენის ინფორმაციით, სინგაპურმა რუსეთის 4 უმსხვილეს ბანკთან საქმიანი ურთიერთობა აკრძალა

  • სინგაპურის საბაჟო უარს იტყვის რუსეთში ყველა სანებართვო განაცხადზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონელს, ელექტრონიკას, კომპიუტერებს და „ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოებას“.
  • სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს აეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობების დამყარება რუსეთის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის ბანკებთან: VTB Bank, VEB.RF, Promsvyazbank და Bank Rossiya.
  • სინგაპური აკრძალავს ტრანზაქციებს ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობას რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ან მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის.
  • სინგაპური აკრძალავს ფინანსური მომსახურების მიწოდებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში

Leave a Reply