დღესდღეობით ყველაზე დაუცველი უკრაინის ცაა, აგრესორი კომპლექსურად და აქტიურად იყენებს თავის საჰაერო და სარაკეტო პოტენციალს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ავიაციის მიერ ხორციელდება ქალაქების, სოფლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სახიფათო ობიექტების დაბომბვა, როგორიც არის ატომური და ჰიდროელექტროსადგურები.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, გადადიან კონტრშეტევაზე მტრის უკან დასახევად.

„ოკუპანტის ძირითადი ძალისხმევა კიევის ირგვლივ არის თავმოყრილი. კიევის დამცველები აგრძელებენ თავდასხმის მოგერიებას და ანადგურებენ მტრის თავდამსხმელ რაზმებს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

Leave a Reply