გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ.
მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყენაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას. საქართველოს სახელმწიფო, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვების სუვერენულ უფლებას ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად.
We would like to respond to the recent deliberate disinformation on massive and uncontrolled flow of foreign citizens to Georgia, in particular of the citizens of the Russian Federation and Belarus.
The public is being intimidated that among the travelers there are so-called diversionists, terrorism-related groups and etc.
We would like to state with full responsibility that current security situation in the country is in full control. State Security Service alongside other relevant authorities are actively carrying out all necessary measures in order to minimize possible risks and challenges, as well as to monitor all individuals staying in the country who may represent any potential risk.
As a result of implemented measures, security situation in the country remains peaceful and safe. No tendencies are observed that the citizens of the Russian Federation, Belarus and other foreign countries tend to carry out activities that pose risk to the country’s security.
It also should be noted that throughout the recent period the number of travelers into Georgia does not exceed the statistics of the same period of last years. Georgia upholds the sovereign right of a foreign citizen to enter the territory of the country in full compliance with the legislation, in accordance with the existing risks and challenges.

Leave a Reply