უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის ფედერაციის პოლიციის თანამშრომლები ბრიფინგზე მივიდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ მდგომარეობისთვის, რამაც ჩვენ შეგვახვედრა, ეს არ არის ნორმალური, მეტიც ცუდია. ჩვენ პოლიციელები ვართ. მე სწრაფი რეაგირების ბატალიონს წარმოვადგენ, წოდებით პოდპოლკოვნიკი დიმიტრი ასტახოვი. 1974 წელს ვარ დაბადებული.

მე ვარ ომონის სპეცდანიშნულების ბრიგადის ინსპექტორი, ნოვოკუზნეცკიდან ევგენი სპირიდონოვი.

გამარჯობა, მე ვარ პოლიციის უფროსი სერჟანტი  ევგენი პლოტნიკოვი.

მინდა აგიხსნათ რა არის ეს ფურცლები, ეს არის ჩვენს მიერ ჩამოწერილი საკითხები, რაზეც გვინდა ვისაუბროთ და არა ვინმეს მოცემული ტექსტი.

ამ წლის თებერვალში შეგვკრიბეს სწავლებაზე ბელორუსიაში, 2022 წლის 24 თებერვალს მოვიდა ბრძანება წავსულიყავით უკრაინის ტერიტორიისკენ. რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანება გაგვაცნო ჩვენმა მეთაურმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით უნდა შეგვევლო უკრაინის დედაქალაქში, კიევში.

უკრაინასთან ომი წინასწარ მზადდებოდა. ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულიდან. მაშინაც ასე სწავლებას ვატარედით, და ამ დროს იქ იყვნენ ჩეჩნეთიდანაც და დაღესტანიდანაც.

ჩვენ ბოლომდე არ გვეჯერა, რომ შევიდოდით უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ გვითხრეს, რომ ბელორუსიაში ერთობლივ სწავლებას ჩავატარებდით. დავტვირთეთ მანქანებიმ ეს ბრძანებაც მერე წავიკითხეთ, სიჩქარეშე არც ანალიზის დრო არ გვქონდა. გვითხრეს მანქანებშიო და წავედით.

რუსეთში მედია ამბობდა, რომ უკრაინის ტეროტირიაზე ფაშისტური რეჟიმიაო. ნაცისტებმა ხელისუფლება მიიტაცეს. მოქალაქეებს დახმარება სჭირდებოდათ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება. ჩვენ ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა, ხომ გვაქვს ინტერნეტი , ბოლომდე არ გვჯეროდა. მე პირადად როცა აქ ჩამოვედი და ჩემი საყვარელი უკრაინელი ბოქსიორების მოწოდება გავიგე რომ იარაღით ხელში დაიცავდნენ მოქალაქეებს, როცა ისინი ამბობენ, ჩვენ აქ არ გადვიპატიჟებიხართ-მე მართლა მრცხვენია. მე არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცით უფრო სწორედ ვხვდები-ცოტა ვიზოდით, არ გვქონდა რეალური ინფორმცია და ცოტას ვფიქრობდით.

რეალურად უბედურება მოვიტანეთ ამ მიწაზე, მე არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს, ეს ვინმემ დაივიწყოს. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი სასჯელი, მაგრამ ეს არ გამოისყიდის რუსეთის დანაშაულს.

თუ ოკუპანტები ჩემს ტერიტორიაზე მოვიდოდნენ, ზუსტად ისევე გავაკეთებდი, როგორც ახლა უკრაინელები და ვიქნებოდი მართალი, დიახ, უკრაინელები მართლები არიან და მე ახლა აქ ვზივარ და თავს ვიმართლებ და ვერც ვხვდები რატომ. მე ძალიან მრცხვენია.

აქ ჩვენნაირი ადამიანები არია, ბავშვები, დედები ყველას უნდა სიცოცხლე, მინდა შეწყდეს ეს ავიადარტყმები, ჩვენც გვეშინია.

Leave a Reply