“დღეს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრე გერმანიის კანცლერს შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს, რომლისგანაც მოვისმინე, რომ ჩვენი ანტისაომარი კოალიცია ძლიერდება. ასევე, ზეწოლა გაძლიერდება რუსეთზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი ლიდერების დამოკიდებულება იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანები დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრები ადამიანებთან. ამიტომ გვინდა, რომ დავინახოთ ჩვენი პარტნიორებისგან რეალური გადაწყვეტილებები და არა აბსტრაქტული დაპირებები”

Leave a Reply