არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მისამართით, რომელიც უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საქართველოში თავისი ვიწროპარტიული ინტერესები აქვთ, ხოლო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მისამართით არის ცხადი.

„რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება ამ სიტუაციაში, ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით, რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ- მა, ასევე ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო დგას ამ მძიმე წუთებში უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა არის ძალიან ცხადი. ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ დასრულდეს ომი და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესით გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა,“ – განაცხადა

Leave a Reply