„ეს არის ბოლო გამოცდა ევროპისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში, რომლითაც EU-ს კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავისი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ.

„ევროკავშირში უკრაინის მომავალზე დისკუსიები დღეს და ხვალ ევროპაში გაგრძელდება.

მე მჯერა, რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა ჯარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიგვიწვიონ როგორც ტოლები.

ეს არის ბოლო გამოცდა ევროპისთვის.

ევროპის ქვეყნების ლიდერებს შორის არიან ისეთებიც, ვინც მხარს გვიჭერენ და არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავს უჭერენ მხარს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ გვექცევა ევროპის ყველა ქვეყნის ერი და ეს არის მთავარი.

ზუსტად ვიცი – თუ ხალხმა გადაწყვიტა ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში, ისინი აუცილებლად აირჩევენ უკრაინელ ხალხს.

დღეს, როცა ევროპის დედაქალაქების მოედნებზე თითოეული ქვეყნის ხალხის მხარდაჭერას ვხედავ, ვიცი, რომ უკრაინელი ხალხი უკვე ევროკავშირშია. პოლიტიკოსები კი… დარწმუნებული ვარ, ამას მოერგებიან. სასურველია უფრო სწრაფად.

დიდება ევროპის ერებს! დიდება უკრაინას! დიდება ჩვენს სამხედროებს!“, – აცხადებს ზელენსკი.

Leave a Reply