დავით მურაჩაშვილმა 30 ნახატი საგამოფენო დარბაზის კედლებიდან უკრაინის მხარდასაჭერად ჩამოხსნა

30 სხვადასხვა ჟანრის ტილო, რომელიც მხატვარმა პერსონალური გამოფენისთვის შექმნა, ფასდაკლებით ხუთი უკრაინელი ლტოლვილი ოჯახის დასახმარებლად უკვე იყიდება.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, არცერთი წუთით არ დანანებია უმძიმესი შრომის შედეგად გამოფენისთვის შექმნილი ნახატები ფასდაკლებით სასწრაფოდ გასაყიდად გამოეტანა.

” უკრაინის მშვიდობა მსოფლიოს მშვიდობას უდრის. ამ მშვიდობისთვის კი ყველამ ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. მიხარია, გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა უკრაინელ დევნილებს მცირე შვებას თუ მოჰგვრის. ყველას გთხოვთ, ამ ერს სიყვარულის გარეშე ნუ დავტოვებთ.

საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და სტუმარმასპინძლობა ჩვენი წესია”. შეგახსენებთ, რომ მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა 14 აპრილს ბილთმორში დაიგეგმა.

Leave a Reply