„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების იმედა დარსალიას, სოფო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის უფლებებს, რომლებიც სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენის განაცხადით მიმართავენ

იმედა დარსალია

„ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია, საერთაშორისო ექსპერტების. 

  • რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  • ალექსი პეტრიაშვილი;
  • თინა ხიდაშელი;
  • ლაშა ბქარაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე;
  • ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია;
  • კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა;
  • დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
  • ბათუ ქუთელია – ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო;

რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ. 

ეს ერთი ნაწილია კონკრეტული ჟურნალისტის „შავ სიაზე“, სხვა ჟურნალისტებზე ახლა ვერაფერს გეტყვით.

Leave a Reply