ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრებათ „გავრილოვის ღამის“ მონაწილე ოჯახის, ნათია შაინიძის და გიორგი ბალიაშვილის ისტორია, რომლებიც ზეწოლას და პოლიტიკურ წნეხს გაექცნენ და საქართველო დატოვეს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნათიას მამა, ოთარ შაინიძე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრია და პოლიტიკური წნეხი მანაც საკმაოდ იგემა.

ოჯახის ისტორია ნახეთ

https://akhali.ge/2020/03/11/11428/

 

მას მერე, რაც ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ომობდა, თურმე კიდევ უფრო გაძლიერდა წნეხი ნათიას და გიორგის ოჯახის საქართველოში დრჩენილ წევრებზე.

ჩვენ სწორედ გიორგის და, მარიამი დაგვიკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მის ძმას და რძალს ახლა უფრო მეტად ეძებენ, რადგან ჰგონიათ, რომ გიორგი უკრაინაში იმყოფება.

-არ ვიცი საიდან გავრცელდა ხმა, რომ ნათია ბავშვებთაბ ერთად საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, რატომ დააკავშირეს ირაკლი ოქრუაშვილის უკრაინაში ყოფნა ჩვენს ოჯახთან ისიც არ ვიცი, მაგრამ საშინელი ზეწოლაა ჩვენზე, მთხოვენ ჩემი ძმის და რძლის ადგილსამყოფელი განვაცხადო, მართლა არ ვიცი სად არიან, არც კი ვეკითხები, რომ ან მათ ან აქ მყოფ ოჯახის წევრებს დამატებითი საფრთხე არ შეექმნათ.. რამდენიმე დღის წინ ისევ მომადგნენ, ღამე იყო, სახეები კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ იმ ხმას რა დამავიწყებს, მთხოვდნენ მეღიარებინა, რომ ჩემი ძმა უკრაინაში იბრძვის, ჩემი რძალი კი საქართველოში პროვოკაციის მოსაწყობად ჩამოდის და ამ ყველაფერში ეხმარება მამამისი, რომელიც ოქრუაშვილის თანაპარტიელია. რომ ვუთხარი, რომ ეს არ იყო სწორი ინფორმაცია, დამემუქრნენ, ისიც კი მითხრეს-მაინც ვიპოვით შენს ძმას და ვეღარაფერი ვერ უშველისო.

 

ისიც მითხრეს, ნათიას მამა არ იყო რამდენიმე დღე სახლში და სად იყოო,  თუ დამიჯერებთ არც კი დავკონტაქტებივარ ოთარს, ეს ინფორმაციაც ამ ადამიანებისგან გავიგე დ მართლა არ ვიცოდი, სახლში თუ არ იმყოფებოდა.

ძალიან მძიმე დღეში ვარ, მეშინია ჩემი ძმის და მისი ოჯახის გამოც და მეშინია ჩემი ოჯახის წევრების გამოც, დარწმუნებული ვარ ყველაფერზე წამსვლელები არიან.-გვითხრა მარიამმა.

 

მარიამთან საუბრის შემდეგ ვცადეთ ნათიას და გიორგის დავკავშირებოდით, მაგრამ სოციალურ ქსელში ყველა გვერდი გაუქმებული აქვთ და არანაირი კონტაქტი მათთან არ არსებობს. შემდეგ ნათიას მამას, ოთარ შაინიძეს დავიკავშირდით, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

 

-ნათიასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, მასაც და მის ქმარსაც სიცოცხლის ხელყოფით ემიქრებიან, ამიტომ არ მინდა რაიმე დამატებითი საფრთხე შევუქმნა, არც კონტაქტი მაქვს და ნამდვილად არ ვიცი სად არიან. თავადაც აღარ რეკავენ, ძალიან შეშიებულები არიან ბავშვების გამო, სოციალურ ქსელებშიც ყველა გვერდი გააუქმეს. სხვა რა კომენტარი გავაკეთო-აბსურდია, რომ ისინი რაიმე პროვოკაციების მოწყობას აპირებენ და ისიც ტყუილია, რომ გიორგი უკრაინაში იმყოფება. ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ერთი წუთით არ შორდება ოჯახს, რადგან მართლა დიდი საფრთხე ემუქრებათ, ასე ლაპარაკი ადვილია-ისინი კი ხვლ ცოცხლები იქნებიან თუ არა არავინ იცის.

 

ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოჯახს,ბოლო კონტაქტის დროს, სამშობლოში დაბრუნების იმედი ჰქონდათ

იხ:

https://akhali.ge/2021/09/02/11654/

 

მაგრამ როგორც გიორგის და აცხადებს, მათი დაბრუნება და სიკვდილი ერთი იქნება, ამიტომ სწორედ ბოლო კონტაქტის დროს უთხრა ძმას, რომ არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არ შეუქმნას არც ოჯახს და არც საკუთარ ტავს საფრთხე.

 

 

 

 

 

Leave a Reply