ნინი შამათავა

2022 წლის 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება . ამომრჩევლები ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ . გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მაჟრიტარი შეირჩევა რუსთავში . შუალედური არჩევნებისთვის გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი , ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება . ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე  დაასახელა.მათე ფუტკარაძე კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია ბათუმში.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 (რუსთავი, გარდაბანი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 139 988-ს შეადგენს.  ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი ამომრჩეველთა რაოდენობა 20 635-ია, რაც 497-ით მეტია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში იმავე ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს 2 აპრილს პირველად გამოიყენებს.შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია  49 ადგილობრივი, და ცესკოში – 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აკრედიტაცია გავლილი აქვს 16 მედიასაშუალებას.

შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა N20 რუსთავის, N21 გარდაბნის და N79 ბათუმის საარჩევნო ოლქების კომისიების წევრებთან. დეტალურად იქნა განხილული მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია-კოორდინაციის საკითხები. N79 ბათუმის საარჩევნო ოლქის კომისიის წევრებს სწავლების ცენტრისა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებმა დამატებით გააცნეს კენჭისყრის დღეს საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი ელექტრონული ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი) ფუნქციონირების წესი. საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები ეხმიანება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.ა

ყურადსაღებია, რომ პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.

Leave a Reply