გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

მოლდოვა, ყაზახეთი;
შეგახსენებთ – პუტინის პირველადი გეგმა უკრაინასთან ერთად, მოლდოვის და საქართველოს სრული ოკუპაცია გახლდათ. როგორც ჩანს გეგმის ამ ნაწილის ამოქმედების მცდელობაა, შეგახსენებთ მოლდოვაში ვითარება იძაბება. ე.წ. დნესტრისპირეთის მიმართულება, რომელიც სეპარატისტული რეგიონია ჩვენი ოსებისა და აფხაზების არ იყოს და ისვე როგორც ეს ორი ქართული რეგიონი, 90 -იანი წლებიდან ოკუპირებულია რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიერ.
რუსული სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობა მოლდოვის ამ რეგიონში 3000 სამხედრომდეა, აქედან საბრძოლო ქვედანაყოფი 1500 – მდეა.
მთელი ტრაგიზმი სიტუაციის იმაშია, რომ მოლდოვას დღეს არ აქვს იმის ძალა, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში წინ აღუდგეს 1500 რუსსა და დაახლოვებით 4000 დნესტრისპირელს. იქაურმა ივანიშვილებმა ბოლო წლების განმავლობაში გაანადგურეს და ფაქტობრივად გაანულეს მოლდოვის სამხედრო შესაძლებლობები, იგივე ხდება საქართველოში, ფაქტობრივად უკვე მომხდარია. მოლდოვის ახალი პრეზიდენტი მაია სანდუ, რთულ ვითარებაშია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რუმინეთში უკვე შევიდა ამერიკელ საზღვაო ფეხოსანთა ქვედანაყოფები, რაც გარკვეულ იმედს აჩენს დესატაბილიზაციის შემთხვევაში, ცხადია რუმინეთის ფაქტორთან ერთად. უკრაინაც მზადაა დახმარებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა მოლდოვური მხარის მიმართვა უკრაინისადმი.
აქვე, სრული ისტერიკაა რუსულ ე.წ. პროპაგანდისტებს შორის ყაზახეთის პოზიციასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ ყაზახებმა განცხადეს, რომ არანაირი 9 მაისის აღლუმი არ შედგება და ფინანსები, რომელიც საჭიროა ამ ღონისძიებისათვის მოხმარდება ყაზახური არმიის საჭიროებებს და დაიზოგება სახსრები.
რუსი პროპაგანდისტის მარგო სიმონიანის მეუღლემ ტიგრანმა – ,,შემაშინებელი” ვიდეო ჩაწერა და სულ თითი უქნია ყაზახებს, რაზეც მძიმე პასუხი მიიღო.
შევაჯამოთ, მოკლედ და კონკრეტულად – თუ საქართველო დროზე არ დადგება სწორ მხარეს, ანუ თავისუფალი სამყაროს გვერდით, ყველანაირი პირობებისა და ბოდვის გარეშე, შესაძლოა აღმოვჩნდეთ უმძიმეს მდგომარეობაში.
მარტივ რამეს გეტყვით, ხვალ ჩვენ რომ დაგვჭირდეს ვინ დაგვიჭერს მხარს!? – დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და რუსულ და ივანიშვილების პროპაგანდას ნუ ავყვებით.
კიდევ ერთხელ ეს არ ნიშნავს ომს და სისხლისღვრას ეს ნიშნავს პრინციპულ და ღირსეულ პოზიციას, რომელიც აუცილებლად დაგვიფასდება

Leave a Reply