4 მაისს, 12:00 საათზე ქალაქ ბორჯომში, ბორჯომის ქარხნის წინ, გაიმართება “აიდიეს” ბორჯომი საქართველოში დასაქმებულთა ბრიფინგი. დასაქმებულები მიმართავენ ქარხნის გენერალურ დირექტორს: ივანე მაჭავარიანს,
ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ Irakli Garibashvili -ს და მოითხოვენ ღირსეულ და უსაფრთხო შრომას შანტაჟის, მუქარისა და დაშინების გარეშე.
-ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება შეხვედრა გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან, რომელიც ამ ეტაპზე დასაქმებულებთან პირისპირ საუბარს თავს არიდებს და პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ბორჯომთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე დაანონსა. თუმცა, ამ დრომდე კომპანიის ადმინისტრაციისა და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებების გამო, დასაქმებულები სასიამოვნო სიახლეებს ვერ გრძნობენ და ხედავენ.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ უფლებას და არ დავთმობთ ბორჯომის ქარხნაში დასაქმებული არცერთი მუშის სამუშაო ადგილს, რომელიც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა

Leave a Reply