დოდო შონავა

ის, რასაც დღეს კულტურის მინისტრი აკეთებს, ცდება მხოლოდ სამუზეუმო სფეროს და მთლიანად აზიანებს ჩვენს კულტურას ამ სიტყვის მთელი არსით, მისი უნივერსალური და ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.
ამას შესაძლებელია ეწოდოს კულტურული კონფლიქტი, რომელიც ფასეულობრივი, მსოფლმხედველობითი შეფასების პოზიციათა შეუთავსებლობითა და სოციალურ-პროფესიული გამოცდილების განსხვავებულობითაა გამოწვეული.
თეა წულუკიანი იქცევა ისე, როგორც იქცევა პიროვნება განსხვავებულ კულტურულ გარემოში ,იმ ადამიანებს შორის, ვისთანაც არ აქვს საერთო კულტურა და შესაბამისად ერთიანი ხედვა სამყაროზე.
კულტურულად ასეთ უცხო გარემოში ადამიანს უსუსურობისა და დეზორიენტირების გრძნობა ეუფლება და ამიტომ მისი საქციელი ხშირად აგრესიული, უგუნური და პრინციპში თვითდაზიანებითია.
დღეს კულტურის მინისტრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით კულტურულ შოკში აგდებს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა გასათვალიაწინებელია, რომ ყოველ კულტურას აქვს ძლიერი თვითდაცვითი რეაქცია.

Leave a Reply