ალექსი ნონიაძე
“სტრატეგია აღმაშენებელი”
-უკრაინა მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება ევროპულ პოლიტიკაში. ძალიან აქტიურობს დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი.
სადღაც აპრილის ბოლოს ვამბობდი, რომ როდისღაც პრიმიტიული ადამიანური შური ჩაირთვებოდა ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) მხრიდან. ისინი დიდი ხანი ვერ შეურიგდებიან უკრაინისა და პოლონეთის მოწინავე პოზიციებს. ესე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.
დასავლეთი რუსეთთან დამოკიდებულებაში ორად გაიყო. ზომიერი და ძალისმიერი პოლიტიკის მომხრეები. პირველ ჯგუფში შედიან: გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი…
აქეთ არიან ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები…
მაკრონისა და შოლცის მოქმედებები მაგონებს იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც იცის, რომ ადრე ცდებოდა, მაგრამ არ უნდა ცოცხალი თავით ამის აღიარება და ჯიუტად თავისას აგრძელებს.
ზომიერი პოლიტიკის მომხრეებს კომფორტიდან არ უნდათ გამოსვლა, რომელიც მათ ეფემერულად პუტინმა შეუქმნა.
დაპირისპირება გაგრძელდება არამარტო თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის. არამედ სერიოზული გამოცდა ელოდება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის 20% უკვე დაგვაკარგვინა!
ომის ღმერთი მხოლოდ გაბედულებს წყალობს. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ ისტორიის სანაგვეზე ჩარეცხვა ელოდებათ!

Leave a Reply