მაკა ტოხიშვილი

“პროგრესის ცენტრი”

სტუდენტების ქცევის ❗️სამართლიანად❗️ გასაკიცხად ძალიან ბევრი დაირაზმეთ, მაგრამ სიტყვაც არ დაგცდენიათ ამდენდღინი პროტესტის მოტივზე:
როგორ უნდა გადაიხადოს სტუდენტმა 600/700 ლარი ბინაში, როგორ უნდა იქირავოს?!
როგორ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი?!
როგორ უნდა დაფაროს ტრანსპორტირების ხარჯები?!
როგორ უნდა დაფაროს ინტერნეტის თანხა?!
როგორ დააქსეროქსოს სასწავლო მასალები?!
გიფიქრიათ, რა შეგრძნებაა, როცა შენი ჯგუფელები სწავლას აგრძელებენ და შენ თანხის არქონის გამო წყვეტ?
გიფიქრიათ, რა შეგრძნებაა, შენი ჯგუფელები მანტიას რომ იცვამენ და შენ მათ გვერდით ვერ დგახარ?
მე ვიცი ეს შეგრძნება და თავიდან ბოლომდე ვიცი ის ემოცია, რაც ამ ადამიანების გულში ტრიალებს.
გულით ვწუხვარ, რომ არ ვარ ჩემს ქვეყანაში, რომ მეც ისევ ვიდგე მათ გვერდით.
პროტესტის ძალადობრივი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა, სამწუხაროდ, აქციების უმრავლესობას ახლავს აქტივისტების რაღაც ნაწილი მაინც, რომელიც აზარალებს დაწყებულ ბრძოლას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University დაგავიწყდათ, რომ თქვენი მთავარი და ისტორიული მისიაა, ემსახუროთ თანასწორი და ხელმისაწვდომი განათლების გაცემას!
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაგავიწყდათ, რომ თქვენ სწორედ ხალხისგან დაფინანსებული ფულით ხართ დაქირავებული და პილატეს ,,ხელების დაბანის” პოზიციაში ყოფნა არ გაგივათ!
საქართველოში სტუდენტის ცხოვრება ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ძვირია, ამას აჩვენებს უამრავი კვლევა და ყველას კარგად მოგეხსენებათ.
სოლიდარობა სამართლიან ბრძოლას! ✊✊

Leave a Reply