🇪🇺 ევროკომისიის რეკომენდაცია ასეთია:

🇺🇦🇲🇩 უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და ახლავე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით; 🇬🇪 საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და წინაპირობები მომავალში სტატუსის მისაღებად.

 

პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და პარტიებს შორის თანამშრომლობა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად;

2️⃣ სახელმწიფო ინსიტუტების სრულყოფილი ფუნქციონირება მათი ეფექტური ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნციების გაძლიერება;

3️⃣ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;

4️⃣ გამჭვირვალე და ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინკლუზიური, პარტიათაშორისი კონსულტაციით; ისეთი სასამართლოს უზრუნველყოფა, რომელიც სრულად და ნამდვილად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელია სრული სასამართლო ჯაჭვის გასვწვრივ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძალაუფლების დანაწილება;

5️⃣ მთელი სამართლებრივი და საპროკურორო ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირება და სანდოობა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს, ყველა დონეზე მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის ნომინირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;

6️⃣ იუსტიციის. უმაღლესი საბჭოს ძირფესვიანი რეფორმა და საბჭოში ვაკანტური წევრების დანიშვნა;

7️⃣ ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლირება, მთავარი ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე რეაგირება;

8️⃣ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სათანადო რესურსებით უზრუნველყოფა მათი მანდატის შესაბამისად და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

9️⃣ დეოლიგარქიზაციის ❗️პასუხისმგებლობის აღება, გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ეკონომიკის, პოლიტიკის და საჯარო ცხოვრებაში;

🔟 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხეების დეტალური ანალიზზე დაფუძნებით, საფუძვლიანი გამოძიების, და მართლმსაჯულების აღსრულების დემონსტრირებით. სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების გარანტირება;

1️⃣1️⃣ ძალისხმევის გაძლიერება რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიული, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია გარემო, კონკრეტულად მედიის მფლობელების მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურისიდულ სტანდარტებს და უნდა დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტების და მედიის სფეროს სხვა წარმომადგენლების მიმართ უსაფრთხოების რისკებზე;

1️⃣2️⃣ სწრაფი მოქმედება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხრივ, მათ შორის დამნაშავეთა და ძალადობის ორგანიზატორთა უფრო ეფექტური პასუხისმგებლობის კუთხით;

1️⃣3️⃣ ძალისხმევის გაძლიერება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;

1️⃣4️⃣ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;

1️⃣5️⃣ კანონმდელობა, რომელიც უზრუნველყოფს რომ საქართველოს სასამრთლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ECHR გადაწყვეტილებები;

1️⃣6️⃣ დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირება ომბუდსმენის პოზიციაზე და ამ პროცესის გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს ამ მიმარტულებებით და გამოსცემს შესაბამის ანგარიშს 2022 წლის ბოლომდე.

Leave a Reply