ნინო კვაჭანტირაძე
 
-ეს საინგილოა – მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის სამაროვანი ძველი ჰერეთის, გასხვისებულ ქართულ მიწაზე, ესაა ნამდვილი მისტიკა!..
ჰოდა, დღეს ტაქსით ვიმგზავრე, მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი საინგილოელი აღმოჩნდა, კახიდან. ეს სამაროვანი ვუხსენე…. ბევრი საინტერესო ამბავი მოყვა და ერთი კი განსაკუთრებით, რომ არ დამვიწყებოდა, ქაღალდის ნაგლეჯზე მიაწერე.აქ, ერთი ტრადიცია ჰქონიათ-ჭიმმობრუნება – ყოველ დიდ ხუთშაბათს საინგილოელი ქართველები სამაროვნებზე(ანუ საფლავებზე ) გადიან და ყოველ საფლავთან ერთი ბარის პირ მიწას ამოიღებენ და ამოაბრუნებენ, ამით უხსოვარი დროის ტრადიციის მიხედვით, საფლავებს სააღდგომოდ კარს ვუღებთო, თუკი მიწაამოუღები საფლავია, ესე იგი მომკითხავი აღარ ჰყავს და იმასაც სხვები დაჰკრავს ბარსო. ამ დღეს საფლავზე მხოლოდ კაცები გადიან და მიაქვთ პური, ღვინო და გირცი, ესაა ჭინჭრის და ნიგვზის გულსართიანი,მარილწყალში მოხარშული ცომი, რომელიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ამ დღეს იხარშებაო. ბიჭს ერეკლე ერქვა …

Leave a Reply