საქართველოს დიპლომატთა კლუბის განცხადება
-ბოლო დროის განმავლობაში ინტენსიური გახდა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ორგანიზებული და ორკესტრირებული შეტევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის წინააღმდეგ.
ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დიპლომატზე შეტევა ნიშნავს იმ ქვეყანაზე თავდასხმას, რომელსაც ის წარმოადგენს, იგნორირებულია მმართველი ძალის და მათი სატელიტების მხრიდან. ეს მითუმეტეს შემაშფოთებელია ორი მიზეზის გამო – ორივე დიპლომატი უამრავ ძალისხმევას და რესურსს ანდომებდნენ საქართველოში თუნდაც ელემენტარული დემოკრატიული ნორმების და კანონის უზენაესობის კულტივაციას, თავიანთი ქვეყნებისა და საქართველოს შორის მრვლმხრივი პოზიტიური დინამიკის განვითარებას. მეორე მიზეზი უფრო არა პირადად ელჩებს, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული დასავლეთის, საქართველო უანგარო და გამოცდილი, დამსახურებული მეგობრების წინააღმდეგ გალაშქრებაა, რაც დეოლიგარქიზაციას უკავშირდება და ქვეყნის დიდი ხნის გამიზნული პოლიტიკური კურსის გამრუდების მცდელობას ემსგავსება.
უფრო დეტალურად კი, დაუფარავად ჩანს, რომ ე.წ. ,,ქართული ოცნების“ წიაღიდან ,,გამოყოფილი“ ჯგუფი დაუფარავად, ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე, კრემლის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით, ბოღმას და ბალღამს აფრქვევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. რჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი ატარებს დაუფარავი შანტაჟის და მუქარის ტონს, ისიც ცხადია, რომ ერთერთი მიზანი ოლიგარქ ივანიშვილის ქონების და იმიჯის დაცვის მცდელობაა. მთავარი მოტივი კი საქართველოს რუსულ ორბიტაზე საბოლოოდ გადაყვანის მცდელობაა.
მიუხედავად ფარისევლური უარყოფისა, ამაში აქტიურად არის ჩართული მმართველი პარტიის ლიდერთა ჯგუფი. აღნიშნული მოქმედებები მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი გარანტების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების იმპლემენტაციას, მეტიც – ამ ნაბიჯებმა უკვე ძალზედ ავნო ჩვენი ქვეყნის ისედაც შელახულ იმიჯს.
კიდევ ერთხელ თანადგომას ვუცხადებთ ელჩ კ.დეგნანს და კ.ჰარცელს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ბინძური, მიზანმიმართული აქცია გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და თავისუფალ სამყაროს შორის არსებულ ურთიერთობებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published.