F – სტატუსი

(იუმორში ნათქვამი სიმართლე)

რამაზ გერლიანი

ეკონომისტი

პატივცემულებო…
ვინაიდან ამ ბოლო დროს სულ მუსირებს აზრი, ფულს კომერციული ბანკები ზრდიან (ანუ ფულის მასას ზრდიან), რომ ინფლაციის მიზეზი გამოდის ბანკებია ისინი ამრავლებენ ფულს და არა ეროვნული ბანკის არასწორი ქმედება – მოდი ავყვეთ ამ თამაშს ცოტა ხნით, და რახან ბანკები აკეთებან თურმე ამას, მოდით არ დაუტოვოთ ჩვენი-ჩვენი ფული ბანკებს, რომლებიც მერე ამ ფულით თურმე ინფლაციას იწვევენ და გვაზარალებენ ! 😉
– როგორ არ დაუტოვოთ ?
ა). როგორცკი თანხები ჩაგვერიცხება პირად ელ. ანგარიშზე გავიტანოთ ბოლო თეთრამდე და ვიქონიოთ ქეშად (დავანებოთ ელექტრონულ გადახდებს თავი) .
ბ). შევიკავოთ თავი მაქსიმალურად , განვდევბებისგან, ოვერდრაფტისგან, სდებეტო/საკრედიტო ბარატებით ხარჯვისგან და კრედიტებისგან, განსაკუთრებით კი განვადებისგან. ნელნელა მოვაგროვოთ და თავად ვიყიდოთ 😉 .. აბა თუ ვსესხულობთ ბანკისგან მერე მასაც უწევს სესხება ეროვნულიი ბანკიდან და ფული იზრდება (ლიკვიდობის უზრუნველყოფა)
გ). ანაბრები ვისაც გაქვთ ლარში, ჯობია გამოიტანოთ რაც შეიძლება მალე, რადგან აგერ ინფლაცია 1 წელია ორნიშნაა და თქვენი ფული ინფლაციის %-ზე ნაკლები %-ით იმატებს ბანკში, ანუ რაც შეიტანეთ ანაბარზე იმაზე ნაკლებს გამოიტანთ რეალურად, ციფრებში მეტი კი იქნება მაგრამ იყიდით ნაკლებ პროდუქტს..
მაგ. თუ 1000 ლარი გაქვთ შეტანილი ინფლაციამ ამ ათასი ლარიდან შეგიჭამათ 120-130 ₾, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი 1000 ლარი ყიდულობს იმდენ პროდუქტს რამდენსაც შარაშან 870₾ ყიდულობდა 🙁.. საკითხავი კი ის არის ანაბარზე მოიმატებს კი თქვენი 1000 ₾ 130 ₾ წელიწადში, აქვს რომელიმე ბანკს სარგებელი 13% ?

– ეს რჩევები საქართველოს რეალობაში იმაზე მავნებლური ნამდვილად არ არის, ვიდრე იმის ძახილი და საზოგადოების დაბოლება, რომ ბანკები (საქართველოს ბანკებს თავისი თაღლითური ცოდვებიც ეყოფათ) ინფლაციის/ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არიან და ეროვნულოი ბანკი არაფერშუაშია 🤔.

პ.ს. ვინც მხოლოდ ბანკების როლს ხედავს ინფლაციის ზრდაში ის უბრალოდ ფარსადანია.. “კონვრტირებადი” ფარსადანი … 🫣
/სიტყვა “კონვერტაცია” დაიმახსოვრეთ საქართველოში რას ნიშნავს, მაგაზე მერე ვხუმროთ

Leave a Reply