ტელეკომპანია ახალს დაუკავშირდნენ დუშეთის რაიონის მაცხოვრებლები და განაცხადეს, რომ მალე ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არაბული და ჩუნური სოფლები იქნება. მათივე თქმით, 2020 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთები, ასევე სამშენებლო კომპანიამ და ახლა ამ ტერიტორიაზე უკვე იწყება (ზოგან დაწყებულია) მშენებლობები.

ჩვენ მოვიძიეთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და ვნახეთ, რომ მართლაც ამ ტერიტორიების მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.


-მალე აქ მეჩეთები დაიდგმება და მოლა იყვირებს-ამბობენ გაბრაზებული ადამიანები.

სამშენებლო კომპანიას კი დაწყებული აქვს მშენებლობა. დიდი ბანერიც დაკიდულია.

 


მოსახლეობა პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ ეს ბოლო თვეებია სოფლების შენება შეჩერებულია, თუმცა ხშირად მოდიან მფლობელები თეთრი ფერის მანქანებით.


ჩვენ შევეცდებით კიდევ მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და სულ მალე შემოგთავაზებთ ვრცელ სიუჟეტს აღნიშნული ტერიტორიიდან.

Leave a Reply